თეა წულუკიანი: პირებისთვის, რომლებიც თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებს დაარღვევენ, ცალკე დაწესებულება გამოიყოფა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქართული საპატიმროების სისტემა სრულად მზად იქნება, რათა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პატიმრობა შეფარდებული პირები მიიღოს.

მინისტრის თქმით, ამისთვის ცალკე დაწესებულება გამოიყოფა.

„სანქციების მხრივ რაიმე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც. ეს ჯარიმები რჩება ძალაში. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პირი არის დაჯარიმებული და განმეორებით დაარღვევს წესს, გათვალისწინებულია, ასევე, საპატიმრო სასჯელიც. მე მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ქართული საპატიმროების სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ ასეთი პირები მიიღოს, ამისთვის ცალკე გამოყოფილ დაწესებულებაში. მე არ მინდა, უფრო მეტი დეტალი გითხრათ ახლა და დღეს, მაგრამ თუკი ამაში დაგვეხმარებით, რომ საზოგადოებას ეს ვუთხრათ, ალბათ, ყველასთვის უფრო სასარგებლო იქნება. ჩვენ სულ ორ-სამ დღეში გვექნება ცალკე თავისუფალი დაწესებულება იმისთვის, რომ თუკი ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასჭირდებათ უკვე ჯარიმა მისჯილი პირის მიერ წესის ხელახლა დარღვევის შემთხვევაში პირის დაპატიმრება, ჩვენ ასეთი პირების მიღებას საპატიმროებში უპრობლემოდ შევძლოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები