მაია ცქიტიშვილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება”, –  ამის შესახებ როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო სფეროსა თუ სხვა სტრატეგიულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების გადაადგილებას დამსაქმებელი უზრუნველყოფს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება. იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც დასაქმებული არიან სამედიცინო სფეროსა და ყველა სტრატეგიულ დარგსა თუ საწარმოში, რომელიც ნებადართული იქნება, უნდა იყოს ორგანიზებული დამსაქმებლის მიერ, ან თანამშრომელი იმოგზაურებს პირადი ავტომობილით, ან ტაქსებით, რომელიც ასევე დაშვებულია”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, პირადი ავტომობილით და/ან ტაქსით გადაადგილება ნებადართული იქნება 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

„დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსებით მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე, ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ექნება სპეციალური საშვი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები