“ბაზის ბანკმა”და “ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

“ბაზის ბანკმა” კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “ბაზის ბანკმა”, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიტანა თავისი ფინანსური წვლილი სოციალური და ჯანდაცვის აქტივობების მხარდამჭერ ფონდში StopCov 100 000 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ “ბაზის ბანკში”.

შეგახსენებთ, რომ “ბაზის ბანკი” “ჰუალინგ ჯგუფის” წევრია, რომელმაც, თავის მხრივ, მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. ჯამურად, ჯგუფის მიერ შეტანილი თანხა ფონდში 200 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები