ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებისა და საერთო სივრცეების სპეციალური ხსნარით მუშავდება. ასევე, სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოსაცდელები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა 52 სკოლას, 62 საბავშვო ბაღსა და ყველა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები