რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 302 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ვირუსი 1836 ადამიანს აქვს, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

გარდა ამისა, ბოლო ერთ დღეში ერთი ლეტალური შემთხვევაც დაფიქსირდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 9-მდე გაზარდა.

აღინიშნება, რომ დაავადებულთა უმრავლესობა მოსკოვშია – 212; 15 შემთხვევა დაფიქსირებულია კომის რესპუბლიკაში, 8 – სანკტ პეტერბურგში, 7 – პოდმოსკოვიეში, 5 – ბურიატეთში.

დღეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ ქვეყნის 18 რეგიონში 32 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები