გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსის 4 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში ერთ დღეში, კორონავირუსის 4 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 62 435 ინფიცირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი N24 ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვირუსს 541 ადამიანი ემსხვერპლა, 9211 გამოჯანმრთელდა.

მანამდე, რობერტ კოხის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ერთ დღეში ქვეყანაში 4751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, ჯამურად, 57 298 ინფიცირებულს შეადგენს.

ინსტიტუტის ინფორმაციითვე, ვირუსს 455 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები