სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 58-ით გაიზარდა

სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსით 58 ადამიანი დაინფიცირდა, ჯამურად, ქვეყანაში COVID-19-ის 482 დადასტურებული შემთხვევაა.

უკანასკნელი მონაცემი ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა წარადგინა.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 25 კარანტინში იმყოფებოდა, 31-ს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი, ორის დაინფიცირების მიზეზი დგინდება.

ქვეყანაში 3 ლეტალური შემთხვევაა, 30 გამოჯანმრთელდა.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები