“ნოვაია გაზეტა”: ჩეჩნეთში პოლიცია კარანტინის დამრღვევებს სასტიკად უსწორდება (ვიდეო)

ჩეჩნეთში პოლიციელებს პოლიპროპილენის წყლის მილები დაურიგეს, რომელთა საშუალებით ისინი სამედიცინო ნიღბების არმქონე ადამიანებს იჭერენ.

ამის შესახებ რუსული Новая газета თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ სამართალდამცველები აღნიშნული მილებით ადამიანებს უსწორდებიან კიდევაც.

“ნოვაია გაზეტა” წერს, რომ ასეთივე მილებს ჩეჩენი სამართალდამცველები “საიდუმლო ციხეებში” წამების დროს იყენებენ.

გაზეთის წყაროს თქმით, რესპუბლიკაში ნიღბები დიდი ხანია, აღარ იყიდება, ჩინოვნიკები კი მოსახლეობას მათი შეკერვისკენ მოუწოდებენ.

ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გამოცემა Baza-მაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მილებს იმათ წინააღმდეგ გამოიყენებენ, ვინც თვითიზოლაციის რეჟიმს დაარღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები