ცერცვაძე: ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართულ მოდელს არცერთი სჯობს. ამის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს ყოველდღე უკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და კონსულტაციებს იღებენ.
„არ ვიცი, რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობს დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი  ჯობს დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები. ზუგდიდში მყისიერი რეაგირება მოხდა. იტალიაში ან საფრანგეთში ასეთი შემთხვევა რომ მოხდა, იქ არავითარი რეაგირება არ ყოფილა და იმიტომ მოხდა ინფექციის გავრცელება. ზუგდიდში ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა, მართალია, კონტაქტი არ იყო, მაგრამ საჭირო ზომები მყისიერად განხორციელდა. შესაძლოა, საჭიროზე ოდნავ მეტიც კი და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები