თურქეთში კორონავირუსს უკვე 131 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა

თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის 1, 8 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ დაწერა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში, ჯამურად, ინფიცირებულთა რიცხვი 9 217-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილია 131 პაციენტი.

​ქოჯას თქმით, რეანიმაციულ განყოფილებებში 105 ადამიანი იმყოფება, ხოლო ვირუსის დამარცხება 105 პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები