ზუგდიდში გალიდან კორონავირუსის სიმპტომებით, პაციენტი გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული გალის მკვიდრი, შუახნის ქალი მოათავსეს, რომელსაც ახალიკორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ადმისნისტრაცია ავრცელებს.
როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში სავარაუდოდ ხვალ დილით გადაიგზავნება და ამის შემდეგ გახდება დამატებთი დეტალები ცნობილი.
“იგი უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია“- აცხადებენ კლინიკაში.
ცნობისთვის,ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოში 29 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 91 დადასურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 18.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები