ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოხალისეთა ჯგუფები დაკომპლექტდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხალისეთა ჯგუფები დაკომპლექტდა. არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო სამსახურების წარმომადგენლების და რიგითი მაცხოვრებლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი კორონავირუსის  შესახებ ინფორმაციას პირველად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში გაავრცელებენ და ადგილობრივებს კარდაკარის პრინციპით გამოკითხავენ და სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეგულაციებს აუხსნიან.
მოხალისეებს სათანადო ეკიპირება ყვარელი-ლაგოდეხის დეპუტატმა, კახეთის გუბერნიისა და საზოგადიებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა გადასცეს და ტრენინგები ჩაუტარეს. “მოხალისეების მიზანია კოვიდ 19 -თან ბრძოლაში ჩაებას თითოეული მათგანი. ის მითითებები, რომლებიც არსებობს მსოფლიო და ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან და საქართველოს მთავრობისგან ,შეასრულონ და დაეხმარონ იმ უწყებებს,რომლებიც ამ ეტაპამდე კარგად ართმევდნენ თავს სიტუაციას.”- განაცხადა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.
” ხვალიდან ჩვენი მოხალისეები შემოივლიან კაბლის ადმინისტრაციულ ერთეულს,რეკომენდაციია ორ მეტრიანი დისტანციით მოუყვებიან მაცხოვრებლებს კორონავირუსის სიმპტომების შესახებ,ის რომ საშიში არაა ექიმთან დარეკვა და გარდა ამისა,თითოეულ ოჯახს კითხავენ ხომ არ ქონიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში კონტაქტი მარნეულის კლასტერთან “- აღნიშნა კახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბენო გეგეჭკორმა.
მოხალისეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები  მზაობას გამოთქვამენ, ყველა რეკომენდაციის დაცვით ახალი გამოწვევის წინააღმდეგ აქტიურად იმუშაონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები