ჯანდაცვის სამინისტრო კახეთის საავადმყოფოებს შეამოწმებს

კახეთში ჯანდაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები იმ საავადმყოფოებს შეამოწმებენ, რომლებიც კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე და უკვე დაინფიცირებულ მოქალაქეებს მიიღებს. როგორც დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული დაცვის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, კლინიკების შემოწმების შემდეგ, უწყების წარმომადგენლები აღნიშნული კლინიკების ექიმებს სპეციალურ ტრენინგებსაც ჩაუტარებენ.
კახეთის სამი მუნიციპალიტეტის – საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის ორმა კლინიკამ რამდენიმე დღის წინ პაციენტების მიღება შეწყვიტა და საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რაც საეჭვო სიმპტომების მქონე და უკვე დაინფიცირებული მოქალაქეების მიღებას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები