გურჯაანში სტადიონზე თამაშის დროს 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საფეხბურთო სტადიონზე თამაშის გამო, 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დაჯარიმდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ თავშეყრის ადგილას შეკრებილები რამდენიმეჯერ გააფრხილა, თუმცა უშედეგოდ. თითოეულ პირი ჯარიმის სახით 3 000 ლარს გადაიხდის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, საპატრულო პოლიცია, მერიის ზედმახედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში ყველა თავშეყრის ადგილს ამოწმებს და მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების გზებზე მიუთითებს.
“ყოველი დილის 5 საათი ჩვენთვის მოსახლეობის გაფრთხილებით იწყება.პოლიციასთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას ვუხსნით როგორ ავირიდოთ კორონავირუსი თავიდან და რა არის საჭირო ამისთვის. მაგრამ არსებობს გარკვეული შეხედულების ხალხი,რომლებიც რეკომენდაციებს, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ითვალისწინებს და სწორედ ამის გამო დაჯარიმდა დღეს 11 ახალგაზრდა “.- განაცხადა ხანდამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროსითვის, კახეთში თვითიზოლაციაში 299 ადამიანი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით არსებულ 9 საკარანტინე სივრცეში კი 580 პირია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები