ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისში 106 755 ადამიანი შემოწმდა
“მობილური ჯგუფები ორივე მუნიციპალიტეტში აგრძელებენ თერმულ სკრინინგს. დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში შემოწმდა 8994, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტში 6393 ადამიანი”- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მარნეულში სულ შემოწმებულია 80 788 ადამიანი, ხოლო ბოლნისში 25 967 ადამიანი.
“აქედან გამომდინარე, ჯამურად 106 755 ადამიანი უკვე გვყავს სკრინინგ გავლილი. დღეის მონაცემებით, ორი იყო ტემპერატურით, ერთი არ ჩათვალეს საჭიროდ რომ დარჩენილიყო საველე ჰოსპიტალში , მეორე კი იმყოფება “ჯეო ჰოსპიტალში” დაკვირვების ქვეშ. რაც შეეხება იმ 6 პირს , რომლის პასუხსაც ველოდებოდით, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. დღეის მოცემულობით, 4 ადამიანი რჩება საველე ჰოსპიტალში, რომელთაც აუღეს საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს”,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, ორივე მუნიციპალიტეტში სიმკაცრემ და სანქციებმა შედეგი გამოიღო და დღეს, უფრო მკვეთრად დაცლილია ქუჩები და ცარიელია ქალაქები.