გურიის სახელმწიფო რწმუნებული ჩოხატაურის სუპერმარკეტებში არსებულ ვითარებას გაეცნო
გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასთან ერთად, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჩოხატაურის სუპერმარკეტებში იმყოფებოდა.
ზურაბ ნასარაიამ და ირაკლი კუჭავამ ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებისგან ადგილზე მიიღეს. ასევე, დაინტერესდნენ მომხმარებლებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვის საკითხითაც.
“რეგიონის სავაჭრო ობიექტებში მონიტორინგი ინტენსიურად მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს ის. რომ სურსათის საკმარისი ოდენობის მარაგი არის და მოთხოვნის მიუხედავად, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. მინდა, მოვუწოდო ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.