სოფელ ზედა ეწერში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინიგი მიმდინარეობს

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული რეგულაციების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინიგი მიმდინარეობს.

აღნიშნული რეგულაციის აღსრულება სოფელ ზედა ეწერიდან მას შემდეგ გადაწყდა, რაც სამეგრელოს რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ზედა ეწერის მცხოვრებს დაუდასტურდა.

მასობრივ თერმულ შემოწმებას, ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, გაძლიერებულია საპოლიციო ძალების მობილიზება და ისინი მანქანების გადაადგილებას აკონტროლებენ. აღნიშული შეზღუდვის ფარგლებში, იკრძალება მანქანაში 3 პირზე მეტის ყოფნა. მოხსნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მკურნალობას განაგრძობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტიის მუნიციპალიტეტში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები