კახა კალაძე: შეკავების პერიოდიდან შიდა გავრცელების პერიოდზე გადავედით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის დაფიქსირების შემდეგ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

მისივე თქმით, კორონავირუსის შიდა გადაცემის დაფიქსირების გამო, თუ საჭირო გახდება, თვითიზოლაციის წესები გამკაცრდება.

„ის, რომ შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა, ამას ყველა ველოდებოდით და საუბარიც იყო. შეკავების პერიოდიდან გადავედით უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე და აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუ საჭირო იქნება გამკაცრება, მომდევნო დღეების განმავლობაში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ ცნობილი იქნება ყველასთვის. თუ არის დამატებითი ღონისძიებები, დამატებითი ნაბიჯების გადადგმა საჭირო, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები