ონის მუნიციპალიტეტის მერმა საგანგებო შეხვედრა გამართა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე, მოხალისეები, სოფლის ექიმები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ სოფლის ექიმებს, საკრებულოს დეპუტატებს და მერის წარმომადგენლებს სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინიციატივისა და დავალების შესახებ ინფორმაცია გააცნო. აღნიშნული დავალება ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ოჯახის საჭიროებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვადასხვა პრობლემური საკითხების დროულად იდენტიფიკაციისთვის ინდივიდუალურად ყველა ოჯახში მისვლას გულისხმობს.
შეიქმნა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, დავალებაზე დროულად რეაგირების მიზნით სოფლის ექიმების, მოხალისეების, მერის წარმომადგენლების და საკრებულოს დეპუტატების შემოვლა ოჯახებში დღეიდან დაიწყება.