გამკაცრებული რეგულაციები – ფოტორეპორტაჟი სამეგრელოდან

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრების ფარგლებში, ზუგდიდში გარე ვაჭრობა სრულად აიკრძალა.

ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დარჩენილი ნივთების გატანა მიმდინარეობს. გარემოვაჭრეებს, საკუთარი ნივთების გადატანაში ზედამხედველობის სამსახური ეხმარება.

როგორც „რეგიონულ კვირას“ ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი მელიამ განუცხადა, გარემოვაჭრეები აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი.

“თითოეული გარემოვაჭრე გაფრთხილებულ იქნა რამდენიმეჯერ, ამჟამად, ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს გარევაჭრობის სრულად შეზღუდვას. ხდება იმ ნარჩენებისგან გასუფთავება, რომლებიც ღირებულებას არ წარმოადგენენ“, – განაცხადა მელიამ.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიეტეტების შესასვლელებში, გაძლიერებულია საპოლიციო ძალების მობილიზება და ისინი მანქანების გადაადგილებას აკონტროლებენ. აღნიშული შეზღუდვის ფარგლებში, იკრძალება მანქანაში 3 პირზე მეტის ყოფნა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არ არის სამეგრელოს რეგიონში კარანტინის გამოცხადება და არც კომენდანტის საათის დაწესება. მისი განმარტებით, მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია იმ პირობებში, რომ აფხაზეთის რეგიონში გართულებულია ეპიდემიოლოგიური ვითარება და ამასთანავე, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები