მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების დარიგება, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აქტიურად გრძელდება.
მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს.
მოქალაქეებს აგრეთვე, დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.
საინფორმაციო კამპანიაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მოხალისეები მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ფლაერების დამზადება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყო. მასალების გავრცელება ქვემო ქართლის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , 16 მარტიდან უზრუნველყვეს.