მარინა ეზუგბაია: თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ მძიმე არ არის
“თავდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს, არ არის ბოლომდე პირველწყარო დადასტურებული”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“თავდაპირველად იყო ერთი პაციენტი და დაემატა ხუთი. ამ ერთზე დადასტურებული იყო ვირუსი. არცერთი არ არის სამხედრო პირი. ექვსივე არის სამოქალაქო. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივი რაღაც დამოკიდებულება აქვთ. ეს კონტაქტებია, მაგრამ პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. არ არის ბოლომდე დადასტურებული პირველწყარო. ასე რომ, კატეგორიულად ვერ ვიტყვით აქ რა სიტუაციაა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ეს ექვსივე პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. მეთვალყურეობა გრძელდება და ალბათ, გამოსავალი არ უნდა იყოს სერიოზული. ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა და ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.