ხულოში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ხულოში ახალი კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
მერიის წარმომადგენლებმა, დღის განმავლობაში, დაბასა და მიმდებარე სოფლებში, მეგაფონის საშუალებით მოსახლეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გააცნეს.
საინფორმაციო კამპანია, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს. #დარჩისახლში #გაითვალისწინერეკომენდაციები