ხათუნა ზახაშვილი: ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა

“ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ესეც ფანტასტიკის სფეროა. ჩემი აზრით, ამას ვერ ავცდებით”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები გაიზრდება, თუმცა რთულია იმის წინასწარ პროგნოზირება, რომელი კონკრეტული თარიღი იქნება პიკური.

„უფრო გავრცელებისთვისაც არსებობს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება, წავიდეს პროცესები. რეალურად, ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, ერთი-ორის კვირის მანძილზე სწრაფი მატების ტენდენცია არ უნდა გვქონდეს, თუმცა შემთხვევათა რიცხვი, რა თქმა უნდა, გაიზრდება. წინასწარ პროგნოზირება, რომ კონკრეტული ეს თარიღი იქნება პიკური და ამ კვირაში უნდა ვიყოთ მზად, ასე წინასწარ განსჯა არის არაკეთილსაიმედო საქმე. ყოველი ახალი შემთხვევის გარშემო ვეძებოთ მისი ახლო კონტაქტები, მიდევნება და მეთვალყურეობა უნდა მოხდეს მათი და მხოლოდ ეს გზა მოგვცემ ჩვენ საშუალებას, რომ ცოტა ნელა-ნელა განვითარდეს დაავადების შემოტევის პროცესი.
ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ესეც ფანტასტიკის სფეროა. ჩემი აზრით, ამას ვერ ავცდებით. პიკი სხვადასხვანაირი არსებობს, არის ძალიან მაღალი, 8 000-იანი მწვერვალები და არსებობს ძალიან დაბალი, გორაკები და ბორცვები. ჩვენი სურვილია, რომ პიკი მხოლოდ გორაკი და ბორცვი იყოს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები