ლანჩხუთის მთელს ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ლანჩხუთის მთელს ტერიტორიაზე დილიდან სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები ქალაქში სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების და ბანკების ტერიტორიებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ყოველდღიურად დეზინფექცია უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
როგორც სადეზინფექციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკა წულაძემ განაცხადა, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი ხსნარით მუშავდება ყველაფერი, რასთან შეხებაც მოსახლეობას ყოველდღიურად უხდება.