ფრიდონ ფუტკარაძე საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო
შუახევში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოსახლეობაში საინფორმაციო შეხვედრები იმართება. საინფორმაციო კამპანიას დღეს შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე მოხალისეებთან ერთად შეუერთდა.
მან სოციალური სახლის მაცხოვრებლებს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის რეკომენდაციები გააცნო და აღნიშნულ სიტუაციაში სახლში ყოფნა ურჩია.
“ყველამ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ვირუსთან ბრძოლის საქმეში, ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას. ნებისმიერი კითხვის, ინფორმაციის დაზუსტების, ან საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე. ვეცდებით, მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და გაგიწიოთ დახმარება“, – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.