იტალიაში კორონავირუსს 39 ექიმი ემსხვერპლა
იტალიაში კორონავირუსს 39 ექიმი ემსხვერპლა, – იტყობინება Ansa.
ასევე, ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს: ბოლო მონაცემით, უმაღლესი სამედიცინო ინსტიტუტის მონაცემით, ქვეყანაში ინფიცირებულ მედიკოსთა რიცხვი 6205-მდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში საერთო ინფიცირებულთა 9% შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში 5400 ექიმია ინფიცირებული.