ირაკლი ქადაგიშვილმა საგანგებო მდგომარეობის დროს მომუშავე საწარმოები მოინახულა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საგანგებო მდგომარეობის დროს მომუშავე საწარმოები – ქ. წნორში მდებარე ერთ- ერთი წისქვილ- კომბინატი და ყვარელში მდებარე ღვინის საწარმო ” ყვარლის სარდაფი” მოინახულა. წნორის წისქვილ-კომბინატი მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, არ დგას მარაგების პრობლემა. ყვარლის ღვინის საწარმო “ყვარლის სარდაფი” შეზღუდული რაოდენობით ინარჩუნებს თანამშრომლებს. საწარმოს დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის stopcov ფონდ- ში 100 000 ლარი აქვთ გადარიცხული.
ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი საწარმო ” ყვარლის სარდაფის” გენერალურ დირექტორს შეხვდნენ და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები