ეკატერინე ტიკარაძე: რუხის საავადმყოფოში საკარანტინე სივრცე მოეწყობა

„სახელმწიფო, სხვებთან ერთად, ზუგდიდელებზეც ზრუნავს და ეს ზრუნვა, პირბადეების გარდა,  გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კორონავირუსის ინფექცია დღესდღეობით გლობალური გამოწვევაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები ამასთან დაკავშირებით. რუხის საავადმყოფოში მობილიზებული იქნება როგორც საკარანტინე სივრცე, ასევე, სტაციონარიში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება და ზუგდიდიც და სამეგრელოც ისევე, როგორც აფხაზეთი არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“,- განაცხადა მინისტრმა.
ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – ანაკლიაში სამი და მესტიაში ორი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები