ოზურგეთში მოხალისეებმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ახალგაზრდა მოხალისეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აწარმოეს.
მოხალისეებმა პლაკატები, ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს. ახალგაზრდებმა თემატური პლაკატები თვალსაჩინო ადგილებზე გამოაკრეს და მოსახლეობასაც დაურიგეს.

ამ დროისთვის, ოზურგეთში თვითიზოლაციაში 25 ადამიანი იმყოფება, კარანტინში 12 ადამიანი. 19 პირს საკარანტინე პერიოდი დაუმთავრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები