შსს-მ ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევი ორგანიზაცია 15 000 ლარით დააჯარიმა

შსს-მ ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევი ორგანიზაცია – „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 15 000 ლარით დააჯარიმა.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.
ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა. აღნიშნულს ორგანიზებას “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციაც უწევდა, რის გამოც პარტიის ლიდერებმა დღეს ბოდიში მოიხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები