კახეთის რეგიონში 4 საავადმყოფო კორონავირუსით დაინფიცირებული და საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია.
თელავის რეფერალური საავამდყოფო ერთ-ერთია იმ კლინიკებიდან, სადაც დღეიდან კოვიდ-19-ის მქონე პირებს უმკურნალებენ.
კლინიკის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, საავადმყოფო უკვე გადასულია საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.
„საავადმყოფო უკვე გადავიდა საგანგებო მდგომარეობაზე და მზად ვართ, მივიღოთ როგორც კოვიდ 19- ისთვის დამახასიათებლი სიმპტომების მქონე მოქალაქეები, ასევე, უკვე დაინფიცირებული პციენტები“, – თქვა ხათუნა ჭონიაშვილმა.
რეფერალური საავადყოფო სპეციალურად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებაში როგორც კახეთიდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონიდან, კორონავირუსის მქონე 55-მდე პაციენტს მიიღებს.
ოთხმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება გუშინ შეაჩერა და სტაციონარიდან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობდნენ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 10 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტი რჩება.