თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლა აშენდება, 17-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლა აშენდება, არსებულ 17-ს კი რეაბილიტააცია ჩაუტარდება.  მიმდინარე სამუშაოები მერმა, ბონდო სოფრომაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ უნდა შეჩერდეს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობა. სულ მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა – 3 ახალი შენდება, 17 რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 530 ათასი ლარი. მოეწყობა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, კარ-ფანჯრები, სახურავები, ელგაყვანილობა, სპორტული დარბაზები.

სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც, ჯამურად, დაიხარჯება 4 632 500 ლარი, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და   200 მოსწავლე შეაღებს ახალი სკოლის კარს“, – თქვა ბონდო სოფრომაძემ.

სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე 2 416 000 ლარი დაიხარჯება, სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა აიგება, რისთვისაც გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, გამოყოფილია 1 124 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები