კატარმა მოითხოვა, რომ ირანის საელჩოს სამხედრო ატაშემ ქვეყანა დატოვოს

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანის მიერ საამიროზე თავდასხმების შემდეგ ირანის სამხედრო ატაშეებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

„კატარი საელჩოს სამხედრო ატაშესა და უსაფრთხოების ატაშეს, ასევე ორივე ატაშეს ოფისის ყველა თანამშრომელს პერსონა ნონ გრატად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მათ ქვეყანა 24 საათის განმავლობაში დატოვონ“, – განაცხადეს დეპარტამენტში.

სამინისტრომ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა „ირანის მიერ კატარის წინააღმდეგ განხორციელებული განმეორებითი მიზანმიმართული თავდასხმებისა და აშკარა აგრესიის საპასუხოდ, რაც არღვევს მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები