ტულსი გაბარდი: ირანის რეჟიმი ხელუხლებელი ჩანს, თუმცა დიდწილად დეგრადირებულია

ირანის რეჟიმი ხელუხლებელი ჩანს, თუმცა მისი ხელმძღვანელობისა და სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, დიდწილად დეგრადირებულია, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა სენატის დაზვერვის კომიტეტს განუცხადა.

„მისი კონვენციური სამხედრო ძალის შესაძლებლობები დიდწილად განადგურებულია, რამაც მას შეზღუდული არჩევანი დაუტოვა. ირანის სტრატეგიული პოზიცია მნიშვნელოვნად დეგრადირებულია“, – თქვა მან.

გაბარდმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობით ზეწოლის კამპანიამ და „ევროპის სანქციების აღდგენამ დამატებითი ზეწოლა მოახდინა ისედაც უღიმღამო ირანის ეკონომიკაზე, რამაც წელს მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

„ირანის რეჟიმის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ირანის ეკონომიკის გაუარესებასთან ერთად, შიდა დაძაბულობა, სავარაუდოდ, გაიზრდება“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები