მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერს უკავშირდება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერს უკავშირდება.
„გუშინდელი დილის მონაცემების შემდეგ დაგვემატა 5 ახალი შემთხვევა, დღეს დილით 77 შემთხვევა გვაქვს. აქედან 34 პაციენტი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 განთავსებულია 5 მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევაა დადასტურებული.