სალომე ზურაბიშვილი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს(ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს. მან სპეციალური ვიდეომიმართვები “ტვიტერის” საშუალებით გაავრცელა.
“ამ ძალიან რთულ დროში თქვენთან ერთად ვართ შორეული საქართველოდან. მინდა, ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, რომ აუცილებლად გადალახავთ ამ რთულ პერიოდს. თქვენ მასზე გაიმარჯვებთ. საქართველო თქვენთანაა!”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ “ტვიტერით” გავრცელებულ ვიდეომიმართვებში.