მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულია 471 ათასზე მეტი ადამიანი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 471 783 ათასს მიაღწია, 21 306 გარდაცვლილია.

ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 114 858 პაციენტმა შეძლო.

ჯონს ჰოპკინსის მონაცემით, ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა იტალიაში ნარჩუნდება – 7 503; გუშინდელმა მონაცემმა აჩვენა რომ ესპანეთში დაფიქსირებულმა სიკვდილიანობამ ჰუბეის პროვინციას გადააჭარბა – 3647 ესპანეთში, 3,169 ჰუბეის პროვინციაში; ირანი – 2 077; საფრანგეთი – 1331; ბრიტანეთში 465;

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას – ყველაზე მეტი დაავადდა ჩინეთში – 81 727; იტალია 71 386; აშშ – 69171; ესპანეთი 49515; გერმანია 37323; ირანი 27017; საფრანგეთი 25600; შვეიცარია 10897; ბრიტანეთი 9640; სამხრეთ კორეა 9241.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები