ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. დღეს სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციული შენობები და სოფლის ამბულატორიები.
სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი ახორციელებს, რომელსაც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად გრიგოლაია ხელმძღვანელობს.
სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუა და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია ადგილზე გაეცნენ.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღსა და სხვა საგანმანათლებლო ,ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში, დევნილთა დასახლებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალიტეტის შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს, რაიონული საავადმყოფოს შენობების დერეფნები, კიბეები, მოქალაქეთა მისაღები.ასევე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში.
მუნიციპალიტეტში ასევე ჩამოყალიბდა მოხალისეთა ჯგუფი, რომლში გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შესაძლებელია მუნიციპალიტეტში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით.