კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მერია დისტანციურ მუშოების რეჟიმზე გადავიდა. მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, მერიის გარკვეული სამსახურების თანამშრომლები, მათი მუშაობის სპეციციფიკიდან გამომდინარე, შენობაში მუშაობას მაინც აგრძელებენ. კორონავირუსის პრევენციისა და საჯარო მოხელეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შპს ,,დეზ-ეფექტი“-ს თანამშრომლებმა მერიის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მერიის შენობაში ასევე დამონტაჟებულია სპეციალური დისპანსერები, სადაც ანტისეპტიკური ხსნარია მოთავსებული. მერიის შენობის წმენდა-დეზინფექცია რეგულარულად ხორციელდება.
შპს “დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა, მერიის შენობის გარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების, ბაღებისა და მუნიციპალური შენობების დეზინფექცია უკვე განახორციელეს.