სოზარ სუბარი: მარნეულსა და ბოლნისში რამდენიმე ასეული მოხალისეა მობილიზებული, ასევე, ძალიან გვეხმარება “წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება”, რისთვისაც მადლობას ვუხდი
“ორივე მუნიციპალიტეტში, მარნეულშიც და ბოლნისშიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე მოხალისეების 40-ზე მეტი ჯგუფია შექმნილი”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯამურად, რამდენიმე ასეული მოხალისეა მობილიზებული.
„ორივე მუნიციპალიტეტში შექმნილია მოხალისეების ჯგუფები, 40-ზე მეტი ჯგუფია, რომელშიც თითო ექიმია, რამდენიმე ათეული ჯგუფია, რომლებიც ველზე არიან გასული და სხვადასხვა საქმეს ასრულებენ. მთლიანობაში რამდენიმე ასეული მოხალისეა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული არიან. მათ შორის, ძალიან გვეხმარება “წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება”, რისთვისაც მადლობას ვუხდი. პირველივე დღეს 50-ზე მეტი მოხალისე ჰყავდა მობილიზებული, ამ ადამიანების რაოდენობა უკვე გაოთხმაგდა. ეს მოხალისეები სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ, მათ შორის – ოჯახში სურსათის მიტანას როგორც საბავშვო ბაღის ბავშვის ოჯახებისთვის, ასევე – სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ყველა სამუშაოს შეასრულებენ. თუ საჭირო იქნება, ქუჩებში ორგანიზებულ მოძრაობაზე თვალ-ყურის დევნა, ამასაც გააკეთებენ. ჯერ ამის საჭიროება არ არის, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები საკმარისი არიან, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება სრულად აკონტროლონ“, – განაცხადა სუბარმა.