ქუთაისში, აგრარულ ბაზრებში დეზინფექცია ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად, ქუთაისში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები. გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.

დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების დეზინფექცია, როგორებიცაა აგრარული ბაზრები. როგორც ცნობილია, ბაზრები, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აგრძელებს მუშაობას, რათა მოქალაქეებმა შეძლონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა.

ქუთაისის ცენტრალური და ნიკეას ქუჩაზე არსებული აგრარული ბაზრების დეზინფექცია წესებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა. სადეზინფექციო სამუშაოებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური ასრულებს. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად ნიკეას ქუჩაზე არსებულ აგრარულ ბაზარში გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები