ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშოების მონიტორინგს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი –  არჩილ გოგსაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთდ პერმანენტულად ახორციელებს.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშოები სოფელ დიმის ჯ. ღვინჯილიას სახელობის საჯარო სკოლისა და სოფელ პირველი ობჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამუშაოები. აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ლომი” ასრულებს და მისი ღირებულება 74,999 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები