ზედა საქარაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში, თავაძეების უბანთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა, რომლითაც ყოველდღიურად 400 – ზე მეტი ადამიანი სარგებლობს სრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, გზის აღდგენის სამუშაოებს შპს ” იმედი დიდუბე” ასრულებს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 547 992 ლარია.

” ზესტაფონის მერია აგრძელებს ყველა იმ პროექტის მონიტორინგს, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს. ზედა საქარის გზის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულების სტადიაშია და სულ მალე ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი, თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მოწყობილი გზა ექნება სოფელში”, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, რომელიც ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები