ახალქალაქში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში პირმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია, რის გამოც პოლიციამ კარანტინში იძულებით გადაიყვანა.
როგორც ახალქალაქის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, მოქალაქე თვითიზოლაციაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც სომხეთიდან ჩამოვიდა. დღევანდელი მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 719 პირი იმყოფება.
შეგახსენებეთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9, კარანტინის რეჟიმში – 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანია.