თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია მოხალისეთა მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომლებიც შესაბამისი ცოდნით იქნება აღჭურვილი
აჭარაში მოხალისეთა გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
მაგი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრებსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
აჭარაში ჯანდაცვის სამინისტროსა და “წითელი ჯვრის” ჩართულობით ექვსივე მუნიციპალიტეტში გადამზადდნენ ჯგუფები, რომლებიც, თავის მხრივ, კოორდინაციასა და რეკომენდაციას გაუწევენ მოხალისეებს. მიმდინარეობს მოხალისეთა დისტანციური, ელექტრონული გადამზადება და მოხდება მათი შესაბამისი ეკიპირება. გადამზადების პროცესში ჩართულია “წითელი ჯვარი”.
„მთავარია მოხალისეთა ეფექტური და მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით.
მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ადეკვატურად ასახავს რეაგირებას იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. არავინ დარჩება ძირითადიმზრუნველობის გარეშე”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეებთან შეხვედრისას.
ამასთან, აჭარის მთავრობის ინიციატივით, მომზადდა სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონედა მაღალი რისკჯგუფის წარმომადგენლებზე.
მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების და მოხალისეთა ჩართლობით, რომელთაც კოორდინაციას რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი გაუწევს.