იაპონიაში აშშ-დან ჩასულ ადამიანებს ორკვირიან კარანტინში მოათავსებენ

​იაპონიაში 14-დღიან კარანტინში ყველა იმ პირს მოათავსებენ, ვინც ქვეყანაში აშშ-დან ჩავა.

შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, სინძო აბემ გააკეთა.

​ახალი წესი გავრცელდება, ასევე, იაპონიის მოქალაქეებზე, რომლებიც სამშობლოში ჩავლენ.

ორკვირიანი კარანტინი ძალაში 26 მარტს შევა და აპრილის ბოლომდე იქნება ძალაში.

მანამდე ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევდა ყველა იმ პირს, ვინც იაპონიაში ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ჩადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები