ჭიათურაში საგზაო სამუშაოებზე დასაქმებული მარნეულელები კარანტინში გადაიყვანეს
ჭიათურაში მარნეულიდან ჩასული მოქალაქეები, რომლებიც საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულნი, კარანტინში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანლის ინფორმაციით, მათ დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
“ჭიათურაში არიან მარნეულიდან ჩამოსული მოქალაქეები, ისინი ასრულებენ საგზაო სამუშაოებს, მათგან 30 ადამიანი გადავიყვანეთ კარანტინში, აღენიშნებოდათ ტემპერატურის ცვლილება, კერძოდ, ჰქონდათ დაბალი ტემპერატურა, ასევე, ექვსი ადამიანი გადაყვანილია მეორე საკარანტინო სივრცეში, დანარჩენები კი აგრძელებენ სამუშაოებს; თუმცა ისინიც არიან მეთვალყურეობის ქვეშ”, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.