თამარ ტალიაშვილი საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტების გაცემას გაეცნო
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი თბილისის N 22-ე საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა მშობლებისათვის პროდუქტის გაცემას ადგილზე გაეცნო.
,,ახლა ვიმყოფები #22 საბავშვო ბაღში, ბაღის პერსონალი არის ძალიან მოტივირებული, ენთუზიაზმით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ მნიშვნელოვან მოვალეობას. მეამაყება ამ საგანგებო ვითარებაში ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად ემსახურება მახარებს, აღსაზრდელთა მშობლების დიდი კმაყოფილება თბილისის მერის ინიციატივასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ტალიაშვილის თქმით, თბილისის საბავშო ბაგა-ბაღებში უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ბავშვთა კვებითი დეფიციტის აღმოფხვრასა და მათი რაციონის მრავალფეროვანი, მაღალი საკვები ღირებულების მქონე პროდუქტებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
,,სწორედ ამიტომ შეჩერებული სასწავლო პროცესის პირობებში მეტად მნიშვნელოვანია კახა კალაძის ინიციატივა, ჩვენმა აღსაზრდელმა მიიღოს საჭირო რაციონი”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატი 22-ე ბაღის პერსონალს შეხვდა, დირექტორ ნინო გვრიტიშვილისა და მისი მოადგილისგან, ხათუნა აბაშიძისგან სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა და მშობლებს გაესაუბრა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შესაბამისად მიმდინარეობს, ბაღების თანამშრომლებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან მიიღეს დეტალური ინსტრუქცია პროდუქტის უსაფრთხოდ გაცემასთან დაკავშირებით. ასევე, ბაგა-ბაღების ადმინისტრაციამ წინასწარ შეიმუშავა განრიგი და დაუკავშირდა თითოეულ ოჯახს, რიგების თავიდან აცილების მიზნით.
აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტის ორ კვირაში ერთხელ გაიცემა.