ვაზიანის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ მიერ ვაზიანის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ასევე, გარდაბანში ყოველდღიურ რეჟიმში მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ მაღალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დეზინფიცირება უტარდება.

სპეციალური ხსნარებით მუშავდება სკვერების, აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია. ყველა მიმდინარე პროცესს, მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები პირადად აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები